თავში

აზერბაიჯანში ქართული ღვინის იმპორტი გაიზარდა

აზერბაიჯანში ქართული ღვინის იმპორტი გაიზარდა
აზერბაიჯანში ქართული ღვინის იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტზე 209 987 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს პროდუქციის მოცულობა 21%-ით გაიზარდა.

2021 წლის 11 თვეში საქართველოდან ჯამში 96,1 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ამასთან, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა და 222 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system