თავში

აზერბაიჯანში ქართული ნაწარმის ექსპორტი გაზრდილია 16.4%-ით

აზერბაიჯანში ქართული ნაწარმის ექსპორტი გაზრდილია 16.4%-ით
აზერბაიჯანში ქართული ნაწარმის ექსპორტი გაზრდილია 16.4%-ით

2021 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანში ქართული ნაწარმის ექსპორტი გაზრდილია 16.4%-ით 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით. ამის შესახებ საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს აზერბაიჯანში 18.9 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა, რაც სამთვიანი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3.1%-ია. 

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში გაიყიდა. ჩინეთში ქართული ნაწარის ექსპორტი 103.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რუსეთში -100.0 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო თურქეთში 71.4 მლნ. აშშ დოლარს.

აზერბაიჯანი ადგილობრივ ექსპორტში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მეცხრე ადგილზეა. რაც შეეხება, საქართველოს კიდევ ერთ სახმელეთო მეზობელ ქვეყანას, სომხეთს, ამ ქვეყანაში 2021 წლის იანვარ-მარტში დაექსპორტებულია 22.0 მლნ დოლარის ქართული ნაწარმი, რაც მთლიანი ექსპორტის 3.6%-ს უტოლდება. სომხეთში ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი წლიურ ჭრილში გაზრდილია 28.1%-ით.

ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system