თავში

აზერბაიჯანში ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა

აზერბაიჯანში ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა
აზერბაიჯანში ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 220421 სასაქონლო ნიშნის ქვეშ 42.2 ტონა 170.9 ათასი დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც საგრძნობლად ნაკლებია შარშანდელი 2 კვარტლის ექსპორტის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან 6 თვეში მეზობელ ქვეყანაში საქართველომ გაყიდა 57.4 ტონა ნატურალური ღვინო. ჯამში კი საქართველოდან შარშან 125.2 ტონა ნატურალური ღვინო დაექსპორტდა, ერაც ფულად გამოსახულებაში 731.4 ათას დოლარს უტოლდება.

ღვინის ექსპორტი ორივე წელს აზერბაიჯანში საავტომობილო გზით განხორციელდა. ღვინო განთავსებული იყო 2 ლიტრიან, ან უფრო ნაკლები ტევადობის ჭურჭელში. 

ცნობისთვის ექსპორტის ამ მაჩვენებელში არ შედის ცქრიალა ღვინოები. შარშანდელთან შედარებით წელს ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი აზერბაიჯანში სტაბილურად ნარჩუნდება. ორივე წლის პირველ ორ კვარტალში, ანუ 6 თვეში, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ცქრიალა ღვინის მონაცემი 3.1 ტონას უტოლდება. 

ღვინის ექსპორტი შემცირებულია რუსეთსა და ჩინეთშიც

შეგახსენებთ, მთავრობა წელს ღვინის ექსპორტის კლებას და ყურძნის მოსავლიანობის ზრდას ელოდება.

ღვინის ექსპორტი15%-იან კლებას ვარაუდობენ ექსპერტებიც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, 

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 31 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს შვიდი პროცენტით მეტია.

ღვინის ექსპორტმა კლება მარტიდან დაიწო, რასაც კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებას უკავშირებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system