თავში

აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოება 9%-ით გაიზარდა

​აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოება 9%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოება 9%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში 2 მილიარდ 881,7 მილიონი მანათის ღირებულების ნავთობპროდუქტები იყო წარმოებული.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 8.7%-ით მეტია. ასეთია აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემები.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ აწარმოა 804.3 ათასი ტონა საავტომობილო ბენზინი, 1 მილიონი 679.8 ათასი ტონა დიზელის საწვავი, 35.7 ათასი ტონა საპოხი ზეთი, 237.2 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი.

გასული წლის განმავლობაში, საავტომობილო ბენზინის წარმოება 2.5%-ით შემცირდა, დიზელის საწვავის - 12.5%-ით, საპოხი მასალების წარმოება - 66.8%-ით, ნავთობის ბიტუმის - 7.4%-ით გაიზარდა.

წლის 8 თვის განმავლობაში ქვეყანამ ნავთობქიმიისთვის 279.7 ათასი ტონა ბენზინი, 336 ათასი ტონა ნავთი, 31.1 ათასი ტონა საწვავი, 176.1 ათასი ტონა ნავთობ -კოქსი აწარმოა.

ბენზინის წარმოება ნავთობქიმიითვის 72.8%-ით გაიზარდა, ნავთობ -კოქსის - 21.3%-ით, ნავთის წარმოება 0.2%-ით, მაზუთის კი 26.3%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system