თავში

აზერბაიჯანში საქართველოდან 7 193 მანქანა შევიდა

აზერბაიჯანში საქართველოდან 7 193 მანქანა შევიდა
აზერბაიჯანში საქართველოდან 7 193 მანქანა შევიდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში საქართველოდან 7 193 მსუბუქი ავტომობილი დაექსპორტდა, რომლის საერთო ღირებულება 47,8 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა შემცირებულია 790 ერთეულით წლიურჭრილში, ხოლო პროცენტულ გამოსახულებაში კლებამ  9,9% -ი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში დააექსპოტა 86.5 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები. წლიურად მაჩვენებელი  35.1%-ითაა შემცირებული. შემცირებულია მანქანების იმპორტიც. წელს პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირდა 168.5 მლნ. დოლარის მსუბუქი ავტომობილები, კლება 12.9%-ს გაუტოლდა. 

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს ქვეყანა საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილს იჭერს, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში დაექსპორტა 104.6 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია.

ადგილობრივ ექსპორტში კი აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მეცხრე ადგილზეა. წელს პირველ სამ თვეში აზერბაიჯანში 18.9 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა, რაც სამთვიანი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3.1%-ია. 2021 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანში ქართული ნაწარმის ექსპორტი გაზრდილია 16.4%-ით 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-მარტის ვაჭრობის შედეგად, აზერბაიჯანი იმპორტიორ ქვეყანათა ათეულში მეოთხე ადგილს იჭერს საქართველოში განხორციელებული 145.7 მლნ აშშ დოლარიანი იმპორტით, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 5.9%-ია. წლიურ ჭრილში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი 11.4%-ითაა შემცირებული, თუმცა კლების მიუხედავად ეს ქვეყანა საქართველოს უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანათა ხუთეულში რჩება. 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა 104. 5 მლნ დოლარის ექსპორტი, შესაბამისად, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო აზერბაიჯანთან 41. 2 მლნ დოლარია.

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის მეოთხე ადგილზეა. ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვა 250. 3 მლნ. დოლარს გაუტოლდა, რაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთლიანი ბრუნვის 9%-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system