თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 1.2 ტონა ცოცხალი შინაური ქათამი დაექსპორტდა

აზერბაიჯანში წელს 1.2 ტონა ცოცხალი შინაური ქათამი დაექსპორტდა
საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 1.2 ტონა ცოცხალი შინაური ქათამი დაექსპორტდა

წელს აზერბაიჯანში საქართველოდან 8.4 ათასი დოლარის ღირებულების 1.2 ტონა ცოცხალი შინაური ქათამი დაექსპორტდა. ექპსპორტი საავტომობილო გზით განხორციელდა. 

შარშან მეზობელ ქვეყანაში საქართველოდან 010511 სასაქონლო ნიშნის ქვეშ გაიყიდა 13.8 ათასი დოლარის ღირებულების 2.0 ტონა ცოცხალი შინაური ქათამი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ცოცხალი ქათმის ექსპორტი აზერბაიჯანში ყველაზე მაღალი 2018 წელს იყო. მაშინ საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 20 ტონა ქათამი გაიყიდა, რაშიც აზერბაიჯანმა ჯამში 121.8 ათასი დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ცოცხალი ქათმის აზერბაიჯანულ იმპორტს საქართველოში, ის ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 2017 წელს განხორციელდა, როცა აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა 18.0 ათასი დოლარის ღირებულების 1.2 ტონა ცოცხალი ქათმის ხორცი.

ორ ქვეყანას შორის ცოცხალი ქათმის ექსპორტ-იმპორტი, როგორც წესი, საავტომობილო გადაზიდვებით სრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system