თავში

აზერბაიჯანში წელს 12.8 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

აზერბაიჯანში წელს 12.8 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა
აზერბაიჯანში წელს 12.8 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

2021 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანში 12.8 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა. საუბარია ადგილობრივ ექსპორტზე რეექსპორტის გარეშე. წლიურ ჭრილში მაჩვენებელი გაზრდილია 18%-ით. ქვეყნის ადგილობრივ ექსპორტში აზერბაიჯანის ბაზრის წილი 3.5%-ს უტოლდება და ამით ეს ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ადგილობრივ ექსპორტში მე-9 ადგილზეა. 

რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, სომხეთში წელს გაყიდულია 14.4 მლნ. დოლარის პროდუქცია, რითაც მთლიან ადგილობრივ ექსპორტში სომხური ბაზრის წილი 3.9%-ს უტოლდება. 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ სომხეთში გაყიდა 29.5%-ით მეტი, ვიდრე 2020 წლის პირველ ორ თვეში.

43.6 მლნ. აშშ დოლარის ქართული წარმოების პროდუქტებია გაყიდული კიდევ ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში თურქეთში. ამ მაჩვენებლით თურქეთი საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8%-ს უტოლდება. წელს საქართველომ ადგილზე დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ამ ქვეყანაში 37.1%-ით გაზარდა.

ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი წელს გაყიდულია რუსეთში, რომელზეც მოდის ქვეყნის ადგილობრივი ექსპორტის 17.6%. ჩრდილო მეზობელს საქართველომ 2021 წლის პირველ ორ თვეში მიჰყიდა 64.9 მლნ. დოლარის ქათული ნაწარმი. მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 20.5%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (64.9 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (50.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (43.6 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 94.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 52.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 25.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი).

ცნობისთვის, ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system