თავში

აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდების ოდენობა განისაზღვრა

აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდების ოდენობა განისაზღვრა
აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდების ოდენობა განისაზღვრა

ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) ყოველდღიური გამტარუნარიანობა, რომელიც აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას ახდენს თურქეთსა და ევროპაში, 32 მილიონი კუბური მეტრია. ამის შესახებ TANAP– ის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა სალტუქ დუზიოლმა განაცხადა. 

მისი თქმით, წელს 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება თურქეთის ბაზრისთვის, ხოლო ევროპას აზერბაიჯანი TAP-ით წელს 6,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვის. 

ანუ, TANAP– ით მომარაგება 12,2 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. გასული წლის თებერვალიდან-დეკემბრის ჩათვლით TAP-ი სატესტო რეჟიმში ოპერირებდა და ამ პერიოდში მილსადენმა 70 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატარება შეძლო. სალტუქ დუზიოლის პროგნოზით,  2022 წლიდან TAP- ის 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტს შეძლებს.

შეგახსნებთ, აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოზე წარმოებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხდება თურქეთში. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქეთის ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და TANAP- ით. პირველი გაზი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით თურქეთის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. TANAP– ით კომერციული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.

TAP- ის აქციონერები არიან:  SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%). TAP- ი აზერბაიჯანს ახალ შესაძლებლობებს უჩენს. 

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, 2019 წელს გახსნა.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ყველაფერს tap-ზე, ასევე tanap-სა და სამხრეთ გაზის კორიდორზე, ასევე აზერბაიჯანულ გაზზე, გაეცანით report.ge-ს ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system