თავში

აზერბაჯანიდან ფულადი გზავნილები 203%-ით გაიზარდა

აზერბაჯანიდან ფულადი გზავნილები 203%-ით გაიზარდა
აზერბაჯანიდან ფულადი გზავნილები 203%-ით გაიზარდა

9-15 ნოემბრის პერიოდში აზერბაჯანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები 203%-ითაა გაზრდილი.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

2-8 ნოემბრის კვირაში კი აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 216%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

დოკუმენტის მიხედვით, სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და წ/წ -18% შეადგინა. -14%-ით შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა სომხეთიდან 2-8 ნოემბერში. 

საერთო ჯამში 9-15 ნოემბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და ცვლილებამ წ/წ +6% შეადგინა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ნაკადის ზრდათითქმის მთელი წელი სამბიშნა ნიშნულზეა, თუმცა ოქტომბრის ბოლო სამ კვირაში ფულადი გადმორიცხვები წლიურ ჭრილშიმხოლოდ ორნიშნა ზრდას აჩვენებდა. 26 ოქტომბერი-1 ნოემბრის კვირაში აზერბაიჯანიდან გადმორიცხუილი თანხა 37%-ით გაიზარდა წინა წლის დროის იმავე მონაკვეთთდან შედარებით, ხოლო 25-31 ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხვები გაიზარდა 44%-ით. 19-25 ოქტომბრის მონაკვეთში მაჩვენებელი 60%-ითაა შარშანდელთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system