თავში

აზერბაჯანში საქართველომ 109.23 ტონა მანდარინი დააექსპორტა

აზერბაჯანში საქართველომ 109.23 ტონა მანდარინი დააექსპორტა
აზერბაჯანში საქართველომ 109.23 ტონა მანდარინი დააექსპორტა

2020 წელს აზერბაჯანში საქართველომ 109.23 ტონა მანდარინი დააექსპორტა, რაც ფულად გამოსახულებაში 39.24 ათას დოლარს უტოლდება.

წლიურ ჭრილში ამ ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი მანდარინის მოცულობა შემცირებულია. 2019 წელს საქართველომ აზერბაიჯანში გაყიდა 93.45 ათასი დოლარის ღირებულების 218.64 ტონა მანდარინი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველომ მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%) გაზარდა. მანდარინის ექსპორტიდან ქვეყნის შემოსავალი 2.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 16%-ითაა გაზრდილი 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდთან შედარებით.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, სომხეთსა და უკრაინაში აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

ნარინჯისფერი რთველი საქართველოში დასკვნით ფაზშია. სტანდარტული მანდარინი 30-მდე საწარმომ ჩაიბარა. არასტანდარტულ მანდარინი ფერმერებმა ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში ჩააბარეს.

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი 16 ნოემბერს დაიწყო.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს. საქართველოში წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია.

წელს 7 ათას ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან.

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა.სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 500 000 ლარი.

შემსყიდველები ციტრუსის ფასს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში ელოდებიან. რაც შეეხება საადრეო ციტრუსს, მისი ფასი 1.50 თეთრიდან 2 ლარამდე ღირდა.

შეგახსენებთ, ციტრუსი С-ვიტამინის შემცველი პროდუქტია, ამიტომაც პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ციტრუზე მოთხოვნა მზარდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system