თავში

აზიის ბანკის წარმომადგენელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

აზიის ბანკის წარმომადგენელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთა
აზიის ბანკის წარმომადგენელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეიხ როზენტალი საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების შესახებ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს შეხვდა. 

მათ ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილეს პოსტკოვიდურ პერიოდზე და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად აღდგენაზე, რაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი.

შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობა, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის ხევი უბისას, შორაპანი არგვეთას მონაკვეთები, ასევე, ბათუმის შემოვლითი გზა და ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა.

მხარეებმა განაცხადეს, რომ პარტნიორობა გაგრძელდება 2019-2023 წლებში სტრატეგიის ფარგლებში. 

საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში აზიის განვითარების ბანკის პორტფელი შეადგენს 3.92 აშშ დოლარს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system