თავში

აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

​აზიის განვითარების ბანკი 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს
აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

მანილა, ფილიპინები (18 მარტი 2020) — დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ წევრი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად.„ეს პანდემია მთავარ გლობალურ კრიზისად იქცა და მძლავრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ჩვენს განვითარებად წევრ ქვეყნებთან ერთად, ვადგენთ აგრესიული ნაბიჯების გეგმას პანდემიის დასამარცხებლად, რათა დავიცვათ რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი და უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი დაბრუნება ჩვეულ კალაპოტში. ჩვენს წევრებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან დახურული მოლაპარაკების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რათა დავაკმაყოფილოთ წევრი ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებები,” - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.ასაკავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „$6.5 მილიარდიანი პაკეტის გარდა, ADB მზადაა საჭიროების მიხედვით დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს მის წევრებს.“გამოყოფილი ძირითადი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 3.6 მილიარდ აშშ დოლარსსუვერენული (სახელმწიფო) ოპერაციებისთვის პანდემიის წინააღმდეგ რიგი საპასუხო ქმედებების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სისტემაში და ეკონომიკურ შედეგებთანგასამკლავებლად; ხოლო 1.6 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდება არასუვერენულ (კერძოსექტორის) ოპერაციებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, შიდა და რეგიონულივაჭრობის დაფინანსებას და ასევე ხელმისაწვდომი იქნება კომპანიებისთვის, რომელთაცპირდაპირი ზარალი მიიღეს. ADB ასევე მობილიზებას გაუკეთებს დაახლოებით 1 მილიარდშეღავათიან რესურსებს მიმდინარე პროექტებიდან და პროექტების გაუთვალისწინებელიხარჯებიდან. ADB ასევე გამოყოფს 40 მილიონ აშშ დოლარს ტექნიკური დახმარებისა დასწრაფი გრანტებისთვის.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system