თავში

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ პრეზენტაცია გაიმართა

„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ პრეზენტაცია გაიმარ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალი ბიზნესგაერთიანების - „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს სამთავრობო, კერძო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი ინვესტორები და კერძო პირები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს საინვესტიციო გარემოთი.

პრეზენტაციის ფარგლებში დამფუძნებლებმა (მათ შორის, BCAGC -ის პრეზიდენტმა დარისპან პრაშერმა, ვიცე პრეზიდენტებმა - დავით ცირდავამ და გიორგი ოთარიძემ) განიხილეს, როგორ ჩაედგა სული BCAGC-ს, რამ წარმოშვა მსგავსი გაერთიანების ჩამოყალიბების საჭიროება და როგორ მიაღწიეს დასახულ მიზანს; ახსნეს კონცეფციის არსი, პალატის ხედვა და მისია, რათა ნათლად წარმოჩენილიყო გაერთიანების სამომავლო როლი ეკონომიკის დაწინაურებაში და გეგმები; ორიოდე სიტყვით მიმოიხილეს „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ წევრობის უპირატესობებიც (საკონსულტაციო ცენტრი, მედიაციის ცენტრი, დარგობრივი გადამზადების ცენტრი, დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული, მუდმივად მზარდი მონაცემთა ბაზა), რაც BCAGC-ს უნიკალურ ასოციაციად/ორგანიზაციად აქცევს.

ღონისძიებამ ხაზგასმით წარმოაჩინა „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ დიდი მნიშვნელობა ბიზნესკლიმატის ფორმირების პროცესში, როგორც ლოკალურ (ქართულ), ასევე, გლობალურ (კავკასია, აზია) ასპარეზზე.

ღონისძიებისას ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს BCAGC-სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას, სტუდენტური პროექტების მოწყობასა და, რაც მთავარია, მათ დასაქმებას.

ბიზნესპალატას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიზნესის განვითარებაში; ეფექტიანი, გლობალური ხედვის ჩამოყალიბებაში, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსაზღვრაში; ასოციაცია ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებას და არსებული საქმიანი ურთიერთობების გამყარებას; ასევე, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების ფორმირებას, საქართველოს „ცოდნის ექსპორტიორად“ და „სავაჭრო კორიდორად“ ჩამოყალიბებას.

პრეზენტაციისას დაანონსდა ორი პროექტი - „განათლებული ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესისთვის“ და „გაზაფხული აბრეშუმის გზაზე.“ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სრული მზაობა პროექტების მხარდასაჭერად.

შეგახსენებთ, რომ ივლისში, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის დაარსებისთანავე, მან ხელშეკრულება გააფორმა წარმატებულ ინდურ ორგანიზაციასთან - GOPIO. ინდოეთის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატია“ და GOPIO 2021 წლის შემოდგომას მოაწყობენ გამოფენას, რომელშიც 150 ინდური კომპანია იქნება ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system