თავში

აზიური აქციების ფასები 2-3%-ის ფარგლებში შემცირდა

აზიური აქციების ფასები 2-3%-ის ფარგლებში შემცირდა
აზიური აქციების ფასები 2-3%-ის ფარგლებში შემცირდა

2021 წლის იანვრის მეორე ნახევარში აზიური აქციების ფასები 2-3%-ის ფარგლებში შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთში შემცირება ცენტრალური ბანკის მხრიდან გამკაცრებულ პოლიტიკას უკავშირდება.

შეგახსენებთ, 2020 წლის ოქტომბერში ჩინეთში სამრეწველო წარმოება წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო ვაჭრობა კი 5.0%-ით.

გლობალური ინვესტორების ინტერესი ჩინეთის მიმართ კვლავ ძლიერი რჩება.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდით.  ჩინეთის იმპორტის და ექსპორტის საერთო მოცულობა გაიზარდა 1.9 %-ით (დაახლოებით 4.97 ტრილიონი დოლარი); ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 4 %-ით, იმპორტი კი შემცირდა 0,7 %-ით.

ევროკავშირთან ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 5.3 %-ით, აშშ-თან - 8.8 %-ით, იაპონიასთან - 1.2 %-ით, კორეასთან - 0,7 %-ით.

კერძო კომპანიების იმპორტის და ექსპორტის მოცულობა 11.1 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, და შეადგინა ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობის 46.6 %.

2020 წელს ჩინეთსა და ევროპას შორის შესრულდა 12400 სამატარებლო რეისი, ანუ 50 %-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. 2020 წელს მატარებლებით გადაიზიდა 1.14 მილიონი TEU, რაც 56 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. 

ცნობისთვის, ევროკავშირი და ჩინეთის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარი ევროპული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და პროგნოზირებადი გახდება.

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 2013 წლიდან მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით, ევროპული ბიზნესი უფრო მეტ უპირატესობას მიიღებს ჩინეთში, ვიდრე ამერიკული ბიზნესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system