თავში

აზიური აქციების ფასები გაიზარდა

აზიური აქციების ფასები გაიზარდა
აზიური აქციების ფასები გაიზარდა

2021 წლის თებერვლის პირველ ნახევარში აზიური აქციების ფასები გაიზარდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის Shanghai Composite 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო იაპონიის Nikkei 225 კი 8.8%-ით გაიზარდა და 1991 წლის შემდეგ პირველად გადასცდა 30,000-ის ნიშნულს. 

კვლევის მიხედვით, იაპონიაში ზრდას ხელი შეუწყო 2020 წლის მე-4 კვარტალში საკმაოდ კარგმა ეკონომიკურმა ზრდამ და კოვიდის შემთხვევების შემცირებამ.

აქვე განმარტებულია, რომ იანვრის ბოლო კვირაში კაპიტალის ბაზრებზე გაზრდილი არასტაბილურობის შემდეგ, რაც საცალო ინვესტორების მხრიდან გამოწვეულ ვოლატილობას უკავშირდება, Cboe Volatility (მერყეობის) ინდექსი - VIX – 15 თებერვლის მდგომარეობით მნიშვნელოვნად შემცირდა და 20-ზე დაბალ ნიშნულზე დავარდა.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვრის მეორე ნახევარში აზიური აქციების ფასები 2-3%-ის ფარგლებში შემცირდა. 

2020 წლის ოქტომბერში ჩინეთში სამრეწველო წარმოება წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო ვაჭრობა კი 5.0%-ით.

გლობალური ინვესტორების ინტერესი ჩინეთის მიმართ კვლავ ძლიერი რჩება.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდით. ჩინეთის იმპორტის და ექსპორტის საერთო მოცულობა გაიზარდა 1.9 %-ით (დაახლოებით 4.97 ტრილიონი დოლარი); ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 4 %-ით, იმპორტი კი შემცირდა 0,7 %-ით.

ევროკავშირთან ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 5.3 %-ით, აშშ-თან - 8.8 %-ით, იაპონიასთან - 1.2 %-ით, კორეასთან - 0,7 %-ით.

კერძო კომპანიების იმპორტის და ექსპორტის მოცულობა 11.1 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, და შეადგინა ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობის 46.6 %.

2020 წელს ჩინეთი პირველად გახდა ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. მან ამ პოზიციაზე ევროკავშირის ისტორიული მოკავშირე შეერთებული შტატები შეცვალა. 

2020 წელს ჩინეთსა და ევროპას შორის შესრულდა 12400 სამატარებლო რეისი, ანუ 50 %-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. 2020 წელს მატარებლებით გადაიზიდა 1.14 მილიონი TEU, რაც 56 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. 

ცნობისთვის, ევროკავშირი და ჩინეთის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარი ევროპული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და პროგნოზირებადი გახდება.

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 2013 წლიდან მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით, ევროპული ბიზნესი უფრო მეტ უპირატესობას მიიღებს ჩინეთში, ვიდრე ამერიკული ბიზნესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system