თავში

აზიური აქციების ფასი იზრდება

აზიური აქციების ფასი იზრდება
აზიური აქციების ფასი იზრდება

2021 წელი აზიური აქციებისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო, რასაც გლობალური ბაზრის ანალიტიკოსები ნაწილობრივ ჯო ბაიდენის სტიმულირების პაკეტს უკავშირებენ.

ჩინეთსა და იაპონიაში აქციების ფასი იმატებს. ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთში, მიუხედავად სანქციებისა და ალიბაბასთან დაკავშირებული გაუგებრობისა, ჩინური აქციების ფასები იანვარში გაიზარდა, კერძოდ, ჩინური ინდექსები 2.7%-ითაა გაზრდილი  დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება იაპონიას, იაპონიაში აქციის ფასები მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობენ. იაპონიის Nikkei 225 ინდექსი 1991 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ცნობისთვის, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდის დადებითი მაჩვენებლით: ჩინეთის იმპორტის და ექსპორტის საერთო მოცულობა გაიზარდა 1.9 %-ით (დაახლოებით 4.97 ტრილიონი დოლარი);

ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 4 %-ით, იმპორტი კი შემცირდა 0,7 %-ით.

ევროკავშირთან ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 5.3 %-ით, აშშ-თან - 8.8 %-ით, იაპონიასთან - 1.2 %-ით, კორეასთან - 0,7 %-ით.

კერძო კომპანიების იმპორტის და ექსპორტის მოცულობა 11.1 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, და შეადგინა ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობის 46.6 %.

2020 წელს ჩინეთსა და ევროპას შორის შესრულდა 12400 სამატარებლო რეისი, ანუ 50 %-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. 2020 წელს მატარებლებით გადაიზიდა 1.14 მილიონი TEU, რაც 56 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system