თავში

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წლევანდელი ბრძოლის შედეგები შეაჯამეს

​აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წლევანდელი ბრძოლის შედეგები შეაჯამეს
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წლევანდელი ბრძოლის შედეგები შეაჯამეს

აბაშაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში წარმოადგინეს. შეხვედრა საკოორდინაციო მართვის ცენტრში გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღონისძიებებში ჩართულ სურსათის ეროვნული სააგენტოს და საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია.

„ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით საქართველო სხვა რანგში გადავიდა.

„ჩვენ უკვე შეგვიძლია მნიშვნელოვან გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ წელს შევძელით თხილის კულტურის დაცვა და მაღალი ხარისხის მოსავალი მივიღეთ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ვიმედოვნებთ, რომ წელს ექსპორტი 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. აქვე აღვნიშნავ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მომავალში გაგრძელდება. მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ჩვენი სამომავლო ამოცანაა, ფაროსანას პოპულაცია გავაკონტროლოთ და მოსავალი გადავარჩინოთ, რაც 2019 წელს ერთობლივი ძალისხმევით შევძელით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system