თავში

BAG: უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები სავალუტო ბაზარზე

BAG: უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები სავალუტო ბაზარზე
BAG: უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები სავალუტო ბაზარზე

"ამ საკმაოდ რთულ პერიოდში სავალუტო ბაზარზე ზეწოლის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების მეშვეობით უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება და შეავსოს ვალუტის ის დანაკლისი, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო წარმოიქმნა," -  ასე ფიქრობენ საქართველოს ბიზნესასოციაში (BAG) ლარის კურსის დასტაბილურების შესაძლებლობაზე. 

ბიზნესგაერთიანების განმარტებით, ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვან როლს, 2019 წლის მსგავსად, ეროვნული ბანკის მიერ დაფინანსებული ლარის სესხების ზრდაც ასრულებს.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს COVID 19-ით გამოწვეული უპრეცენდენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის გამო, ლარი, სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება," - განმარტავენ ბიზნსსასოციაციაში და გამოთქვამენ მზადყოფნას, ჩაერთონ პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში.

"შექმნილი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია მეტი პროფესიული დისკუსია ყველა იმ მხარის ჩართულობით, ვისაც შეუძლია, საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს სავალუტო ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღების საქმეში. შესაბამისად, გამოვთქვამთ მზადყოფნას საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან, ნებისმიერ ფორმატში,პროფესიულ და კვალიფიციურ დონეზე გავაგრძელოთ დიალოგი არსებული მდგომარეობის განსახილველად. შედეგად, მინიმუმ პანდემიის პერიოდში, უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები, რომლებიც დააბრუნებს სავალუტო ბაზარს წონასწორობის მდგომარეობაში და ძალიან მძიმე დარტყმას ააცილებს ქართულ ბიზნესს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სათათბიროს მიერ, რომელიც მაღალი კლასის ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, მუდმივად მუშავდება სხვადასხვა მექანიზმები, რაც, სხვა დამატებითი ღონისძიებების პარალელურად, რომელთა შემუშავებაც მოხდება საქართველოსმთავრობასადაეროვნულბანკთან ერთად, ვფიქრობთ, უზრუნველყოფენ, როგორც გაცვლითი კურსისა და ფასების სტაბილურობას, ასევე ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას," - აცხადებენ საქართველოს ბიზნესგაერთიანებაში.

ცნობისთვის, ბიზნესასოციაციის მტკიცებით, ლარის გაუფასურება ყველა ტიპის ბიზნესს თანაბრად აზარალებს და მცდარია ის მოსაზრება, თითქოს დევალვირებული ლარი მხოლოდ იმპორტიორების პრობლემაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system