თავში

სამტრედიის რკინიგზის სადგურთან ბაღის მოსაწყობად 536 600 ლარი დაიხარჯება

ბაღის მოსაწყობად 536 600 ლარი დაიხარჯება
სამტრედიის რკინიგზის სადგურთან ბაღის მოსაწყობად 536 600 ლარი დაიხარჯება

სამტრედიის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონა მოეწყობა. ამის შესახებ report.ge-ს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად 536 600 ლარი დაიხარჯება.

თანხა ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს.

"სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირის საგრანტო პროექტი, რომელიც 536 600 ლარით დაფინანსდა და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონის მოწყობას გულისხმობს," - განმარტავენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system