თავში

ბაიდენი აშშ-ის ფისკალური სტიმულირების პაკეტს ზრდის

ბაიდენი აშშ-ის ფისკალური სტიმულირების პაკეტს ზრდის
ბაიდენი აშშ-ის ფისკალური სტიმულირების პაკეტს ზრდის

ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული ფისკალური სტიმულირების მოცულობა 1.9 ტრილიონი დოლარია, რაც ორჯერ აღემატება დეკემბერში შეთანხმებულ მოცულობას. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში.

დახმარების პაკეტში $415 მლრდ COVID-19 მენეჯმენტისთვისაა განსაზღვრული, $1 ტრილიონის გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაა განკუთვნილი, რაც ითვალისწინებს თითოელი მოქალაქისთვის $2,000-ის ოდენობის გამოყოფას, ხოლო $440 მილიარდი კი ბიზნესების დახმარებას მოხმარდება.

ექსპერტების შეფასებით, ბაიდენის მიერ შემუშავებულმა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტმა ამერიკული ინდექსები კიდევ უფრო სტაბილური გახადა. 

იანვრის დასაწყისში ტრამპის მომხრეების მიერ აშშ-ს კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობების მიუხედავად ამერიკაში ძირითადი ინდექსების ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

galt & taggart-ის მიხედვით, იანვრის პირველ ნახევარში ძირითადი ინდექსები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. S&P 500 ამ პერიოდში მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა, აღსანიშნავია, რომ S&P ინდექსში სოციალური მედიის აქციების ფასები შემცირდა, მას შემდეგ რაც Facebook-მა და Twitter-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრძალვები დაუწესეს. 

ცნობისთვის, ამერიკული ინდექსების უმეტესობამ 2020 წლის ნოემბერში რეკორდულ დონეს მიაღწია. აღნიშნულ ზრდას სპეციალისტები, ძირითადად ვაქცინების შესახებ გავრცელებულ პოზიტიურ სიახლეებს უკავშირებდნენ.

2021 წლის დასაწყისში მზარდია ინდექსები ევროპის კაპიტალის ბაზრებზეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system