თავში

ბახტაძის ახალი ეკონომიკური მოდელის რეზონანსი

ბახტაძის ახალი ეკონომიკური მოდელის რეზონანსი
ბახტაძის ახალი ეკონომიკური მოდელის რეზონანსი

მამუკა ბახტაძემ დღეს თანამდებობა დატოვა. ექსპრემიერმა საზოგადოებას ეკონომიკური მიმართულებით გატარებული რეფორმები კიდევ ერთხელ შეახსენა და მისი ხელმძღვანელობისას მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობის ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, განათლების რეფორმასთან ერთად, ეკონომიკის ახალი მოდელი ქვეყანაში ყოველწლიურად შექმნის 50 ათას დამატებით სტაბილურ სამუშაო ადგილს, რაც ერთადერთი გზაა ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დასამარცხებლად.

„2020 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გვექნება დაახლოებით 700 მილიონი ლარის ოდენობით და გუნდში მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. ეკონომიკის განვითარების პარალელურად, სანამ სიღარიბე სრულად იქნება დაძლეული, აუცილებელია, ვუზრუნველყოთ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს აღნიშნული განვითარების მიღმა. ამიტომ, აუცილებელია, მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებიც არ არიან ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა,” - წერს მამუკა ბახტზე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ექსპრემიერის განმარტებით, 2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინათმშებლობის ბიუჯეტი იქნება 250 მილიონი ლარი და ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს მისი მოცულობა. ამის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია, მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა შემოსავლის წყაროთი უზრუნველყოფა, რათა არ იყვნენ დამოკიდებულნი სოციალურ შემწეობაზე. ბახტაძე ყურადღებას ამახვილებს პენსიონერთა შეჭიტრვებულ ყოფაზეც და დასძენს, რომ 2020 წელს პენსიების ზრდა და მისი შემდგომი ინდექსაცია, რაც იქნება პენსიების ყოველწლიური ზრდის გარანტი;

„ვინაიდან ქვეყანაში წამალზე გაწეული ხარჯები მთლიანად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარია, ჩვენ დავიწყეთ და ეტაპობრივად უნდა განვითარდეს ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის სისტემა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც ათეულობით ათას ადამიანს მოუტანა შვება, თუმცა ბევრისთვის ისევ რჩებოდა მაღალ ფინანსურ ბარიერად, 2019 წლის აგვისტოში გაფართოვდა აღნიშნული პროგრამა, რითაც სიმბოლურ ფასად − 1 ლარად უმეტესი ქრონიკული დაავადების სამკურნალო წამლებზე მიეცა წვდომა არა მარტო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, არამედ ასაკით პენსიონრებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვეტერანებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას,” - წერს ბახტაძე.

ექსპრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაზე.მისი განმარტებით, 2019 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზარდა 5-ჯერ, რაც კარგია, თუმცა საკმარისი არაა, რადგან ქვეყანაში ბავშვების 25% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ბახტაძის თქმით, ამ მიმართულებით მუსაობის მასშტაბი და ტემპი გასაზრდელია. ექსპრემიერმა მაგალითად მოიყვანა ამერიკული მოდელი და აღნიშნა, რომ ბავშვთა სიღარიბის დაძლებვაში საქართველოს Food Bank -ის დანერგვა ცუდი არ იქნებოდა. ესაა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წლებია აშშ - ში წარმქტებით მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system