თავში

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები 21 მარტიდანაც შესრულდება

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები 21 მარტიდანაც შესრულდება
ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები 21 მარტიდანაც შესრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ფრენები ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით შესრულდება 21 მარტიდან. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია  AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას.

ცნობისთვის, გასულ კვირას Buta Airways– მა განაცხადა, რომ 19 მარტიდან კვირაში 3 – ჯერ შეასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ასევე განახლდება ქუვეითის, დუბაის და კიევის მიმართულებებზე, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღდგა სტამბოლის და მინსკის მიმართულებებზე. 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი დღეიდან დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით. დღეიდან ამ ქვყანათა ჩამონათვალს აზერბაიჯანთან ერთად დაემატა: სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია.

ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, კატარის და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებთან ერთად, თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება თურქეთის მოქალაქე და რეზიდენტი არავაქცინირებული ვიზიტორებისთვისაც. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system