თავში

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ტრანზიტი 17.8%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ტრანზიტი 17.8%-ით გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ტრანზიტი 17.8%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტრანზიტის მოცულობა 2020 წელს 12,268 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაიტოლდა. მილსადენის სატრანზიტო მაჩვენებელი წლიურ ჭრილში გაზრდილია 17.8%-ით.   

აზერბაიჯანის მაგისტრალურმა მილსადენებმა შარშან ჯამში გაატარეს 29,611 მილიარდი კუბური მეტრის გაზი, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით,  7.6% -იან ზრდაზე მეტყველებს.

აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირების საერთო მოცულობაში 41,4%-ი  სწორედ სამხრეთ კავკასიის მილსადენზე, ბაქო-თბილისი-ერზრუმზე, მოდის.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოზე წარმოებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხდება თურქეთში. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქეთის ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და TANAP- ით. პირველი გაზი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით თურქეთის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. TANAP– ით კომერციული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system