თავში

ბაქო-თბილისი-ყარსი მალე სრული დატვირთვით გაეშვება

ბაქო-თბილისი-ყარსი მალე სრული დატვირთვით გაეშვება
ბაქო-თბილისი-ყარსი მალე სრული დატვირთვით გაეშვება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ასამოქმედებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლის პროგრამაშია ნათქვამი.

საქართველოს სამინისტროების 2021-2024 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა და მეპატრონეებისთვით კომპენსაციების გადახდა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ იგეგმება დამატებითი დამცავი სტრუქტურების მშენებლობა სარკინიგზო ხაზის ზვავისგან დასაცავად.

საქართველოს მთავრობამ ორივე დოკუმენტი ქვეყნის პარლამენტს უკვე წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს უმოკლეს გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდეს. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე შესვლას( თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი). რკინიგზის 263 კილომეტრი გადის საქართველოს ტერიტორიაზე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system