თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით ჩინეთში კიდევ ერთი თურქული საექსპორტო მატარებელი მივა

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით ჩინეთში ​კიდევ ერთი
ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით ჩინეთში კიდევ ერთი თურქული საექსპორტო მატარებელი მივა

კიდევ ერთი თურქული საექსპორტო სატვირთო მატარებელი ჩინეთისკენ გაემართა. მატარებელი შედგება ორმოცდაერთი 40 მეტრიანი კონტეინერისგან. მატარებელი დატვირთულია თურქული წარმოების ელექტროტექნიკით. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მოძრაობისას მატარებელს ბაქოში ჩასვლის შემდეგ გემით მივა ყაზახეთის პორტ აქტაუმდე და იქედან მოძრაობას. შემდეგ რკინიგზით გააგრძელებს.

თურქეთის კიოსეკოის სადგურიდან კონტეინერების ბლოკმატარებელი ჩინეთის სიანის სადგურში შევა. 

BTK სწრაფ და უსაფრთხო საერთაშორისო კორიდორად მიიჩნევა, თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადმომისამართდება. თურქეთიდან რუსეთში პირველი საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელმაც მარშრუტი 9 თებერვალს დაასრულა, მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა სარკინიგზო ვაჭრობის გაფართოებისთვის.

2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთშიც ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system