თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთზე თოვლდამცავი გალეერები მოეწყობა

ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთზე თოვლდამცავი გალეერები მოეწყობა
ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთზე თოვლდამცავი გალეერები მოეწყობა

ბაქო თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე(BTK) მოძრაობის სიჩქარის ზრდის მიზნით და მოძრავი შემადგენლობების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის დაიგეგმა თოვლდამცავი გალერეების მშენებლობა.

ამის შესახებ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აცხადებს.

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული გალერეები საქართველოს ტერიტორიაზე უნიკალურია და მათი ანალოგი არ არსებობს. მათი საერთო სიგრძე 2433 მეტრია.

პროექტით გათვალისწინებულია ოთხი თანამედროვე, ლითონის გოფრირებული კონსტრუქციის თოვლდამცავი გალერეის მშენებლობა. გოფრირებული კონსტრუქცია წარმოებულია პოლონეთში და მისი საექსპლუატაციო ვადა 100 წელს შეადგენს.

ცნობისთვის, რკინიგზის ქართული მონაკვეთი ალპურ ზონაზე გადის, სადაც ზამთარში -30 გრადუსამდე ყინვა და უხვი ნალექია. წალკა-ახალქალაქის მონაკვეთზე ნამქერი საკმაოდ ხშირი მოვლენაა და სარკინიგზო ხაზის პროექტირებისას, სწორედ ამ რთული კლიმატური პირობების გათვალისწინება გახდა აუცილებელი. 

შეგახსენებთ ამ სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთის გადაზიდვის დრო სულ უფრო მცირდება.

მაგისტრალის მიმართ ტვირთმფლობელთა ინტერესი სულ უფრო იზრდება. ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო.

პანდემიის პირობებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო კორიდორის გამოყენებით თურქეთმა სავაჭრო პარტნიორებთან ტვირთბრუნვის შენარჩუნება შეძლო. სარკინიგზო მაგისტრალი თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა.

ბაქო-თბილისი-ყარსი მალე სრული დატვირთვით გაეშვება. ამისთვის მაგისტრალზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლის პროგრამაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა და მეპატრონეებისთვით კომპენსაციების გადახდა. იგეგმება დამატებითი დამცავი სტრუქტურების მშენებლობა სარკინიგზო ხაზის ზვავისგან დასაცავად. საქართველოს მთავრობამ ორივე დოკუმენტი ქვეყნის პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ცნობისთვის, სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში ამ სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთის იმპორტი პირველად 2019 წლის ივნისში განხორციელდა. 

ეს სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს უმოკლეს გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდეს. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე შესვლას( თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი). რკინიგზის 263 კილომეტრი გადის საქართველოს ტერიტორიაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system