თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო
ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით 250 ტონა ფოლადის მილები, 100 ტონა პლასტიკის მილები და 600 ტონა ბეტონის სვეტები გადაიზიდა, ჯამში ამ მაგისტრალზე 950 ტონა ახალი ტიპის ტვირთი ტრანსპორტირდა. 

250 ტონა ფოლადის მილი 26 გონდოლაზე განთავსდა, 100 ტონა პლასტმასის მილი დაიტვირთა 11 პლატფორმაზე, ხოლო 600 ტონა ბეტონის საყრდენი 10 ღია ვაგონში ჩაიტვირთა.

ტვირთმა დანიშნულების ადგილამდე სამ დღეში მიაღწია. ტვირთი ყარსიდან ახალქალაში შემოვიდა, სადაც რკინიგზის სადგურში ვაგონებს ურიკები შეუცვალეს და მხოლოს შემდეგ გაარძელა ტვირთმა სვლა აზერბაიჯანისკენ.

"ასეთი საქონლის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით გაგრძელდება. ამრიგად, BTK რკინიგზის მიერ შექმნილი შესაძლებლობები ტრანსპორტირებას უფრო სწრაფს, უფრო მოსახერხებელსა და უსაფრთხოს გახდის, რითაც ტვირთის მფლობელებისთვის შესანიშნავი პირობები შეიქმნება," - აღნიშნავს შპს ADY Express- ი, აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია, რომელმაც შეასრულა ახალი ტიპის ტვირთების გადაზიდვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით.

ცნობისთვის, სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერსი გაიხსნა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში ამ სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთის იმპორტი პირველად 2019 წლის ივნისში განხორციელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system