თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდება

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდება
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მოლოდინია, რომ უახლოეს წელიწადნახევარში ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა დასრულდება. მინისტრის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში უკვე ხდება ტვირთების გადაზიდვა.

პროექტი ხორციელდება სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ჩართულია თურქეთი საქართველო და აზერბაიჯანი. ჩვენი მონაკვეთი არის მეტნაკლებად შესრულებული სამუშაოები. ჩვენ ველოდებით, როცა დასრულდება სრულიად ამ ხაზის მშენებლობა და ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წელიწადნახევარში შევძლებთ, რომ შევიყვანოთ ექსპლუატაციაში. სატესტო რეჟიმში უკვე ხდება ტვირთების გადაზიდვა. ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, 2019 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე გაიარა 3091-მა ვაგონმა, რომელთა საერთო მოცულობამაც შეადგინა 108646 ტონა. ამის შესახებ report.ge ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკის საფუძველზე აცნობეს. როგორც უწყებაში report.ge -ს განუმარტეს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რელიეფის, გარემო პირობებისა და ტექნიკური სიძნელეების გათვალისწინებით, საკმაოდ რთული პროექტია, შესაბამისად, მისი განხორციელება ლოგიკურ ვადაში მიმდინარეობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system