თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რუსულ ხორბალს გადაზიდავს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რუსულ ხორბალს გადაზიდავს
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რუსულ ხორბალს გადაზიდავს

ხორბლის გადაზიდვის ალტერნატიული სარკინიგზო დერეფანი ბაქო თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალია.

ამის შესახებ აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხორბლის ლოგისტიკის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, რუსულ - აზერბაიჯანული კომპანია „აზრუსტრანსი“ დაარსდა 2016 წელს და მისი მიზანი  რუსეთ - ირანი/საქართველო/აზერბაიჯანი/თურქეთის მიმართულებით ხორბლის ტრანსპორტირებაა, ხოლო საქართველოსთან მიმართებით, ბაქო - თბილისი - ყარსის დერეფნის გამოყენება.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განმარტებით, 2020 წლისათვის დაგეგმილია 2 მლნ ტონა ხორბლის გადაზიდვა, 3500 ერთეული ხორბალმზიდით. სადღეისოდ "აზრუსტრანსი" ფლობს 500 ერთეულს ხორბალმზიდს. დამატებით აზერბაიჯანის საზღვარზე გათვალისწინებულია ხორბლის ტერმინალის მშენებლობა;

ცენტრის ინფორმაციით, ხორბლის მოთხოვნა რეგიონში ასეთია: რუსეთის ყოველწლიური ექსპორტი თურქეთში შეადგენს 4 მლნ ტონას, 1.5 მლნ ტონა ხორბლის მოთხოვნაა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულ წისქვილკომბინატებში.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ხორბლის საცდელი გადაზიდვა 2018 წლის ივლისში შედგა, როცა ორენბურგის რეგიონიდან, რუსეთ - ყაზახეთის საზღვარზე განლაგებულ სარკინიგზო სადგურ სედადან, ბაქო - თბილისი - ყარსის დერეფნით, 12 ვაგონით განხორციელდა ხორბლის საპილოტე გადაზიდვა, ახალქალაქამდე და შემდგომ ყარსამდე. ახალქალაქამდე ჯამური ტარიფი 73 დოლარი იყო ტონაზე, ხოლო ყარსამდე ჯამური ტარიფი 100 დოლარს გაუტოლდა ტონაზე.

"საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ჩართულობით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის გამოყენებით, რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 400 ათასი ტონა ხორბლის ტრანსპორტირების ხელშეკრულება შეთანხმების პროცესშია," - აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხორბლის ლოგისტიკის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system