თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). 

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით, BTK-თი, გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU).

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში. ნათია თურნავას თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი ამ მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა.

ცნობისთვის, პირველი თურქულ-ჩინური საექსპორტო ტვირთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 16 ნოემბერს მივა.  მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს გამოვიდა. ის შუა სატრანსპორტო დერეფნის გავლით, სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს. მატარებელს ჯამში 8 693 კმ-ის გავლა მოუწევს, რაც მან 12 დღეში უნდა დაფაროს. მატარებელს მოუწევს გადალახოს 2 კონტინენტი, 2 ზღვა, 5 ქვეყანა. მატარებელი დატვირთულია თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ტვირთი 42 კონტეინერშია განთავსებული და მისი მიმღები ჩინეთია. აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები მხოლოდ ჩინეთიდან მოდიოდა და ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK) ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. სატვირთო ტრანზიტისთვის სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system