თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა 42%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა 42%-ით გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა 42%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "ბაქო - თბილისი - ყარსის" რკინიგზით 2019 წელს გადაიზიდა 42 %-ით მეტი ტვირთი, ვიდრე 2018 წელს.

"ბაქო-თბილისი-ყარსის სატვირთო ტრანსპორტირების ზრდამ 42 პროცენტს მიაღწია," - აღნიშნა 2019 წლის შეჯამებისას აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ, ჯავიდ გურბანოვმა.

ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანულ მედიაში დაიწერა, რომ  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე 10,000-ე კონტეინერი გადაიზიდა

აზერბაიჯანული მხარის მონაცემებით, BTK- ზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა სტაბილურად იზრდება. 2018 წელს ამ ხაზით 4 135 (TEU) კონტეინერი გადაიზიდა, 2019 წელს - 5 810 (TEU).

report.ge-მ ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა და პასუხს ამ დრომდე ველოდებით. 

დღეს გარდაბანში ახალი თბოსადგურის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრთან ამ საკითხზე გასაუბრება შევეცადეთ, თუმცა მინისტრი თბილისში მთავრობის სხდომაზე ჩქარობდა და ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

თბილისში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც ვცდილობდით ნათია თურნავასთან კითხვების დასმას, თუმცა მინისტრი არც ამჯერად გამოსულა ჟურნალისტებთან სასაუბროდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system