თავში

ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება
ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

21-22 დეკემბერს ბაქო აზერბაიჯან-თურქეთის პირველ ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლებს, რომელსაც აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფატიჰ დონმეზი გაუძღვებიან. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 21 დეკემბერს, ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომელსაც  ნახშირწყალბადებისა და ნავთობქიმიის, ელექტროენერგიის, განახლებადი ენერგიის წყაროების და რეგულირების დარგში ორი ქვეყნის სპეციალისტები დაესწრებიან. ასევე, დაგეგმილია თურქული დელეგაციის ვიზიტი სანგაჩალის ტერმინალში.

აზერბაიჯანი-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმი 22 დეკემბერს დასრულდება. ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იგეგმება დოკუმენტების გაფორმება.

ფორუმი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის მიზნით შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system