თავში

ბაქრაძე: ნებიემიერ დროს შეიძლება მოხდეს სახელმწიფო დეფოლტი 

ბაქრაძე: ნებიემიერ დროს შეიძლება მოხდეს სახელმწიფო დეფოლტი 
ბაქრაძე: ნებიემიერ დროს შეიძლება მოხდეს სახელმწიფო დეფოლტი 

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს საგარეო ვალის ნიშნული მიუახლოვდა შევარდაძის მმართველობის დროინდელ ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საგარეო ვალი ხმარდება არა სოციალურ პაკეტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკონომიკის გადარჩენას, არამედ ხმარდება კორუფციულ პროგრამებს.

„ყველაზე მაღალი საგარეო ვალი საქართველოს ჰქონდა შევარდნაძის პერიოდში, როდესაც ქვეყანა მართლა დანგრევის პირას იყო და ის შეადგენდა შიდა პროდუქტის 63%-ს, გაისად საქართველოს საგარეო ვალი იქნება შიდა პროდუქტის 61%, ანუ ჩვენ ფაქტიურად მაკროეკონომიკურად ქართულმა ოცნებამ დაგვაბრუნა შევადნაძის დროში, როდესაც ნებიემიერ დროს შეიძლება მოხდეს სახელმწიფო დეფოლტი და სახელმწიფო ეკონომიკის ბოლომდე ჩამოშლა.

რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, მთელი ეს აღებული თანხა ხმარდება არა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, არა სოციალური უზრუნველყოფისა და დაცვის პაკეტების შემუშავებას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის, არა ეკონომიკის გადარჩენას, არამედ ხმარდება ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომლებიც წლიდან წლამდე იზრდება და ხმარდება კორუფციულ პროგრამებს.

ორი უზარმაზარი უბედურებაა, ვალი, რომელიც ჩამონგრევით და დეფოლტით ემუქრება ჩვენს ეკონომიკას და არასწორად და კორუფციულად დახარჯული ფული, ანუ ამ ვალისგან არანაირი სარგებელიც არ აქვს ქვეყანას და ხალხს, ისე იხარჯება ამხელა ფული, რომელიც გახლავთ ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system