თავში

ბაკურიანი და გუდაური ზამთრის სეზონისთვის ემზადება

ბაკურიანი და გუდაური ზამთრის სეზონისთვის ემზადება
ბაკურიანი და გუდაური ზამთრის სეზონისთვის ემზადება

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გამცემლიძე Report.ge-ს ზამთრის სეზონის ტურისტულ პროგნოზზე უყვება. როგორც მან გვითხრა, წელს ბაკურიანი ბევრად მომზადებული იქნება, ვიდრე შარშან.

"ბაკურიანში კეთდება აბსოლუტურად ახალი მოდელის საბაგიროები, ეს არის 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო, ხოლო საათში საბაგიროს გამტარუნარიანობა 1600 კაცია. ეს რიცხვი მომავალში საჭიროების მიხედვით გაიზრდება. აქამდე ბაკურიანში პრაქტიკულად არც ერთი საბაგირო არ იყო ამ მოცულობებზე გათვლილი,“ - გვითხრა გამცემლიძემ და დასძინა, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ცნობისთვის, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა.

„ბაკურიანში 3 საბაგიროს მშენებლობაა დაწყებული, ასევე დაბას დაემატება სასრიალო ზონები. 2020 წლის ზამთრისთვის კი გვექნება საკმაოდ ბევრი სასრიალო არეალები და მომზადებული გვექნება მსოფლიო ჩემპიონატისთვის სასრიალო ტრასები. ნოემბრის თვეში ველოდებით გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, რომელიც ბაკურიანის ხელოვნურ გათოვლიანებას და წყლის რეზერვუარის პროექტირებას უზრუნველყოფს. პროექტი გულისხმობს ხელოვნური გათოვლიანებისთვის ორი წყლის რეზერვუარის მოწყობას და ხელოვნური გათოვლიანების სისტემის პროექტრებას როგორც ახალ არეალში, ასევე კოხტა-მიტარბის ტერიტორიაზე,"- ამბობს გამცემლიძე.

სეზონს სიახლეებით შეხვდება გუდაურიც. თამაზ გამცემლიძის განცხადებით, გუდაურში იგეგმება ანტისაზვავე სისტემების მოწყობა. ასევე 5 ოქტომბრიდან საბაგიროს ადრეული აბონიმენტების გაყიდვა ფასდაკლებებით დაიწყება „თბილისი მოლში“ და „აქსის თაუერში“. გამცემლიძის ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე დიდი მოლოდინები აქვთ მთის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით.

"დაიწყო საბაგიროს აბონემენტების ადრეული გაყიდვები  5 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე. აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა, ეს მოიცავს უფროსებისთვის 25 პროცენტამდე ფასდაკლებას სეზონურ აბონიმენტზე და 30 პროცენტიან ფასდაკლებას ბავშვებზე. 1 ნოემბრიდან 20 ნოემრის ჩათვლით ფასდაკლების ინერცია შენარჩუნდება, თუმცა იმოქმედებს მინიმალური ფასდაკლება," - ამბობს თამაზ გამცემლიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system