თავში

ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს

​ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს
ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს

3,4 და 5 მარტს ბაკურიანი სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს. 

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სნოუბორდ ქროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. შეჯიბრში 14 ქვეყნის (ავსტრალია, ავსტრია,შვეიცარია,არგენტინა,

იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, გერმანია და ა.შ ) 75 სპორტსმენი (29 გოგო, 46 ბიჭი) მიიღებს მონაწილეობას.

დღევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპში 75 სპორტსმენიდან 32 საუკეთესო ბიჭი და 16 გოგო გამოვლინდა , 4 და 5 მარტს კი ფინალები გაიმართება.

მსოფლიო თასის ეტაპის შეჯიბრებებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან სნოუბორდ ქროსის მიმართულების დირექტორი გერმანელი უვე ბაიერი დაესწრება, რომელიც საორგანიზაციო პროცესებშიც ჩაერთვება და ქართული მხარის მზაობას შეაფასებს

აღსანიშნავია, რომ საშეჯიბრო ტრასა FIS-ის რეკომენდირებულმა მშენებლებმა - ტომას ბესსე-გირლანდომ და ნიკოლას ვაუდრომ მოამზადეს

"ეს შეჯიბრებები სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატესტო შეჯიბრებების ჩატარება სხვადასხვა დისციპლინებში მსოფლიო თასის ეტაპების სახით, შესაბამისად ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კომპანია „სილქნეტია“, - განმარტავენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში. 

27 თებერვალს თხილამურებით ტრმპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა მიიღეს. ბაკურიანში მსოფლიო თასის სქი-ქროსის ეტაპი უკვე დასრულდა. სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს გაიმართა.

წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა. ზამთრის საერთაშორისო ჩემპიონატების მსოფლიო რუკაზე საქარველო ადგილს იმკვიდრებს და ზამთრის საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი ქვეყნის სტატუსს იძენს. რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს მთის კურორტებს წელს მსოფლიოს 500 სპორტსმენი ეწვევა.

ცნობისთვის, ზამთრის სამთო კურორტები 25 თებერვალს სრული დატვირთვით ამოქმედდა. 8 მარტს ჩაირთვება საბაგიროები.

შეგახსენებთ, ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system