თავში

ბაკურიანში წყლის მიწოდება დღეს დილიდან აღდგება

​ბაკურიანში წყლის მიწოდება დღეს დილიდან აღდგება
ბაკურიანში წყლის მიწოდება დღეს დილიდან აღდგება

ბაკურიანში წყლის მიწოდება, სავარუდოდ, დღეს დილიდან აღდგება. 

ამჟამად სასმელი წყალი კურორტის აბონენტების 10 პროცენტს არ მიეწოდება.

სამთო კურორტზე ინტენსიური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს იმისათვის, რომ რეზერვუარები წყლის მარაგით შეივსოს.

რაც შეეხება გუდაურს, ე.წ. რედკოს დასახლებას წყლის მიწოდება 2 დღის წინ სრულად აღუდგა.

ბაკურიანში წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგებაზე ინფორმაციას ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც" ადასტურებენ.

"ქსელში წყალი უკვე გაეშვა და მთელ დაბას წყლის მიწოდება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება", - აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system