თავში

"ბალის" ანგარიშები უქმდება

"ბალის" ანგარიშები უქმდება
ბალის ანგარიშები უქმდება

10 თებერვლიდან "ბალის" ბრენდზე შედის ცვლილებები. კერძოდ, უქმდება "ბალის" ყველა ანგარიში (01, 02, 04, 06, 07, 09, 99) და იმოქმედებს ერთი, გაერთიანებული ანგარიში. 

როგორც "მაგთიში" აცხადებენ, ასევე შეჩერებულია ბალის ბრენდზე ახალი მომხმარებლების ჩართვა. ბალის მომხმარებლები ისარგებლებენ მათ მიერ არჩეული სატარიფო გეგმით ან სტანდარტული ტარიფით.

ასევე, მომხმარებლების ანგარიშებზე არსებული ერთეულები (მათ შორის, კლუბის ერთეულებიც) შენარჩუნდება 2022 წლის 10 თებერვლიდან 30 დღის განმავლობაში.

ამასთან, გაჩნდება ახალი სახელი - ტარიფი „ბალი“. ხოლო განახლებული ტარიფები იქნება შემდეგნაირი:

• 5 თეთრი წუთი - "მაგთიკომის" მობილურ ქსელზე;
• 12 თეთრი წუთი - "სილქნეტი/ჯეოსელის", "ბილაინისა" და საქართველოს ფიქსირებულ ქსელებზე (გარდა ნომრებისა, რომლებიც იწყება კოდით: +99544);
• ზარის წამოწყება - 12 თეთრი;
• საქართველოს სხვა მობილური ქსელები - 24 თეთრი;
• მობილური ინტერნეტი 1 მბ - 1 თეთრი;
• SMS/MMS - 1 თეთრი.
• ტარიფით 30-დღიანი სარგებლობა - 1 ლარი

„მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უქმდება ტარიფი „უიაფესიც“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system