თავში

ბანანი შესაძლოა დეფიციტური გახდეს

ბანანი შესაძლოა დეფიციტური გახდეს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების დასახმარებლად საგანგებო პროექტი წამოიწყო. ამის მიზეზი „პანამის დაავადებაა“, რომელსაც ბანანის მოსავლის 100%-ით განადგურება და მილიონობით ფერმერის გაკოტრება შეუძლია.

აღნიშული დაავადება (TR4) სოკოვანია და ის ძირითადად, ტროპიკულ პროდუქტებს უჩნდება. როგორც ცნობილია, TR4 აინფიცირებს მცენარის ფესვებს, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

FAO-ს ინფორმაციით, TR4 ძირითადად „კავენდიშის“ ტიპის ბანანს გაუჩნდა, რომელზეც პროდუქტის საერთო მოცულობის 47% მოდის.

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ეს დაავადება პირველად კოლუმბიაში აღმოაჩინეს, სადაც ამჟამად კარანტინი გამოცხადდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეზობელი ეკვადორი, კოლუმბია, გვატემალა და კოსტა რიკა მსოფლიოში ბანანის უმსხვილესი მწარმოებლები არიან, შესაბამისად, დაავადების გავრცელება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება.

„ამ რეგიონში ბანანის როლი შეუფასებელია. რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნულ კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანი ეკონომიკისთვის, რადგან ის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. თუმცა, ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ დამანგრეველი დაავადების შეჩერება“,- განაცხადა რეგიონში Fao-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ხულიო ბერდეგემ.

როგორც ცნობილია, TR4 გავრცელება ხდება დაბინძურებული წყლის, ნიადაგის და სხვა ფიზიკური საშუალებებით. ამასთან, ინფექცია ნიადაგში ათწლეულების განმავლობაში რჩება. როგორც FAO-ში განმარტავენ, არსებობს ეფეტიანი გზები, რათა დაავადების გავრცელების რისკები მაქსიმალურად შეიზღუდოს. მათი რეკომენდაციით, ქვეყნებმა მონიტორინგი გაუწიონ და თავიდან აიცილონ TR4-ის ინფექციები. ფიტოსანიტარული ნორმების მაქსიმალური დაცვა, ხელს უშლის დაავადების გავრცელებას. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ადგილობრივი და რეგიონული ძალისხმევა, ამასთან, სამეცნიერო მხარდაჭერა, საერთაშორისო თანამშრომლობა და ადრეული გამოვლენა არის აუცილებელი მის წაინააღმდეგ საბრძოლველად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system