თავში

ბანკები კაპიტალის მოთხოვნის აღდგენის გადავადებას ითხოვენ

ბანკები კაპიტალის მოთხოვნის აღდგენის გადავადებას ითხოვენ
ბანკები კაპიტალის მოთხოვნის აღდგენის გადავადებას ითხოვენ

ბანკები რეგულაციების აღდგენის გადავადებას ითხოვს. როგორც საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, კაპიტალის მოთხოვნის აღდგენა თუ ვადაში გადაიწევს, მთავრობა ამით ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას დაეხმარება. ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ ახლა, როცა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება და საგარე ვაჭრობაშიც დისბალანსის იმპორტის სასარგებლოდ, სწორი იქნება რეგულაციების მაქსიმალური შერბილება. ალექსანდრე ძნელაძის აზრით უპრიანი იქნება, თუ ეს მოთხოვნა ვადაში უფრო მეტად გადაიწევს და ბანკებს უფრო გრძელი გრაფიკი ექნებათ. აქვე ძნელაძე განმარტავს საბანკო სისტემის, როგორც კაპიტალიზატორის როლს ეკონომიკისთვის და ამტკიცებს, რომ თუ კაპიტალის მოთხოვნის აღდგენა არ გადავადდება და საგადასახადო ზრდის მიმართულებით არ გადაიდგმება ნაბიჯები, ეს ეკონომიკური ზრდის ტემპს კიდევ უფრო დააზიანებს.

შეგახსენებთ, 2020 წლის მარტში საქართველოს ეროვნულმა (სებ) ბანკმა საბანკო სისტემას კაპიტალის მოთხოვნები შეუმცირა. კერძოდ, კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილი (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმდა. კომერციული ბანკებისთვის მაშინ 1.6 მილიარდი ლარის კაპიტალი გამოთავისუფლდა, რაც ბანკებმა ძირითადად სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შესაქმნელად გამოიყენეს. სებ-ი 2021 წლის 2 ივნისიდან აპირებს, ბანკებს ეს კაპიტალის ბუფერები ეტაპობრივად აღუდგინოს. სწორედ ამ მოთხოვნის გადავადებას მოითხოვს საქართველოს საბანკო ასოციაცია, რადგან მათი აღდგენის შედეგად ბანკებს სოლიდური ხარჯის გაღება მოუწევთ.

ეროვნულ ბანკში კი განმარტავენ, რომ სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად ბანკებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 წელი მიეცემათ, ხოლო კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი - 2 წელი. 

"ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი კონცენტრაციის ბუფერისა და წმინდა GRAPE ბუფერის ახალი განაკვეთების ამოქმედება და წლის ბოლოს დაგეგმილი სისტემურობის ბუფერის ზრდა. ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერების და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს," - განმარტებულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის თებერვლის გადაწყვეტილებაში.

2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე, 2021 წლის 2 ივნისს, განიხილავს. 

თებერვალში ბანკებს კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დაუტოვეს. 

კომერციულ ბანკებს სარეზერვო ნორმა უმცირდებათ. საუბარია სავალდებულო სარეზერვო ნორმის 25%-დან 10%-მდე შემცირებაზე. ეროვნული ბანკის ცნობით, სარეზერვო მოთხოვნა ბანკებს ივლისიდან უმსუბუქდება, რომლის საჭიროება სებ-ის პრეზიდენტმა მაღალი დოლარიაციის გამოწვევით ახსნა, რომლის წნეხშია მონეტარული პოლიტიკა (ეფექტიანობა ეზღუდება) და ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system