თავში

ბანკების დეპოზიტები 1,77 მლრდ ლარით გაიზარდა

ბანკების დეპოზიტები 1,77 მლრდ ლარით გაიზარდა
ბანკების დეპოზიტები 1,77 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოსთვის საბანკო სექტორში 30.54 მლრდ ლარის დეპოზიტია განთავსებული, რაც 1.77 მლრდ ლარით ანუ 6.16%-ით მეტია პირველი ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.41%-ით მეტი).

სებ-ის მონაცემით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 684.57 მლნ ლარით ანუ 5.15%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.58%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.09 მლრდ ლარით ანუ 7.02%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.13%-ით).
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.68% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.71%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.54%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system