თავში

ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა
ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი დაასრულეს 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით, რაც წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს უტოლდებოდა.

2020 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა ჯარიმა/საურავებისგან 5,516 მლნ ლარის შემოსავალი, ხოლო საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32,377 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი შეადგინა.

2020 წლის ოქტომბერში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 442,057 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 358,994 მლნ ლარი. 

ოქტომბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 250,527 მლნ ლარი შეადგინა.

დღეს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system