თავში

სებ-ი ბანკებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 17 ოქტომბრიდან შეამცირებს

ბანკებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას შეამცირებს
სებ-ი ბანკებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 17 ოქტომბრიდან შეამცირებს

დღეს საკანონმდებლო მაცნეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანება გამოქვეყნდა, რომელიც ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით, 25%-მდე ამცირებს.

კობა გვენეტაძის ბრძანება 2 ოქტომბრით თარიღდება და მის შედეგად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 17 ოქტომბრიდან შემცირდება

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ. ამავე დროს, გარკვეულწილად უხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით, შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს.


ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი, რომ გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად. ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და გაცვლითი კურსის დასტაბილურებას", - პროექტის წარდგენისას თქვა კობა გვენეტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი, 3 ოქტომებრს განაცხადა, რომ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების გადაწყვეტილება მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 13 მარტს სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ლარის სარეზერვო მოთხოვნა კი უცვლელად, 5%-ზე დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system