თავში

ბანკებმა 2020 წელი შეიძლება ზარალით დაასრულონ

ბანკებმა 2020 წელი შეიძლება ზარალით დაასრულონ
ბანკებმა 2020 წელი შეიძლება ზარალით დაასრულონ

“შესაძლებელია, რომ ბანკებმა 2020 წელი ზარალით დაასრულონ,”- ამის შესახებ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, COVID-19-ის კრიზისს, ქართული საბანკო სისტემა მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლით და კაპიტალის ადეკვატური დონით შეხვდა, თუმცა კარგი სასტარტო პოზიციის მიუხედავად, სექტორში შესაძლებელია, რომ ჯამურად ზარალი ბევრად მეტი იყოს, ვიდრე მოგების მაჩვენებელი.

თუმცა კობა გვენეტაძე იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდგომ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.

კობა გვენეტაძის ინფორმაციით, 2020 წელს ქართულ საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების წილის ზრდა არის პროგნოზირებული. ამასთან, წლიურად სესხების ზრდის ტემპი 0-დან 5%-მდე არის პროგნოზირებული. 

შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში ჯამურად 667 მილიონი ლარით იზარალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system