თავში

ბანკებმა 412 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

ბანკებმა 412 მილიონი ლარის მოგება მიიღეს
ბანკებმა  412 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

2021 წლის პირველ კვარტალში კი ქართული ბანკების მოგებამ 412 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შეასხებ ეროვნული ბანკის ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშებიდან ირკვევა. მონაცემების მიხედვიტ, 2021 წლის მარტში საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი მოგება 166.3 მილიონი ლარი იყო. ბანკების შემოსავალი მარტის განმავლობაში 473 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი. აქედან საპროცენტო შემოსავლები, ანუ მომხმარებელთა მიერ სესხების მომსახურებამ 334 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 198 მილიონი ლარი (ზრდა 21%), იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი 136.7 მლნ ლარი იყო (ზრდა 24%). ბანკების საკომისიოების ჯამი წლიურ ჭრილში 85%-ით არის გაზრდილი და 37.6 მლნ ლარს შეადგენს, საკონვერსიო ოპერაციებიდან კი ბანკებმა 28 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.

რაც შეეხება ხარჯებს, 2021 წლის მარტში ბანკებმა 300.3 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. აქედან საპროცენტო ხარჯები 192.8 მილიონი ლარი იყო. მათ შორის დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 111.4 მილიონი ლარი, ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასური კი 58 მლნ ლარი იყო. ამასთან, ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე - ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორთა საბჭოებზე ჯამში 65 მილიონი ლარი დახარჯეს. 11.3 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. შედეგად წმინდა მოგებამ 166.3 მილიონი ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველ კვარტალში ბანკებს მოგების ნაცვლად 747 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, რაც მათ მიერ სესხების შესაძლო დანაკარგებში 1.1 მილიარდი ლარის დარეზერვებამ განაპირობა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system