თავში

ბანკებმა 486 მილიონი ლარით იზარალეს

ბანკებმა 486 მილიონი ლარით იზარალეს
ბანკებმა 486 მილიონი ლარით იზარალეს

კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების მიხედვით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.  

ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზეა. ერთადერთი ბანკი, რომელმაც 2020 წლის პირველი 6 თვე. ზარალის ნაცვლად. მოგებით დაასრულა "სილქ როუდ ბანკია". ის დროის ამ მონაკვეთში 0.25 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა.

2020 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი “საქართველოს ბანკს” აქვს და ის 157.2 მილიონ ლარს შეადგენს. 

ზარალიანობით მეორე ადგილზეა “თიბისი ბანკი”, რომლის ზარალი 156.4 მილიონი ლარს გაუტოლდა.

ქართუ ბანკი -26.9 მილიონი ლარის ზარალი;

ვითიბი ბანკი -26.1 მილიონი ლარის ზარალი;

ლიბერთი ბანკი -20.4 მილიონი ლარის ზარალი;

ტერაბანკი -19.6 მილიონი ლარის ზარალი;

ხალიკ ბანკი -19.2 მილიონი ლარის ზარალი;

პაშა ბანკი საქართველო -16.7 მილიონი ლარის ზარალი;

ბაზისბანკი -12.9 მილიონი ლარის ზარალი;

პროკრედიტ ბანკი -11.6 მილიონი ლარის ზარალი;

კრედო ბანკი -4.7 ლარის ზარალი;

ფინკა ბანკი -3.3 მილიონი ლარის ზარალი;

იშ ბანკი -1.7 ლარის ზარალი;

ზირაათ ბანკი საქართველო - 0.2 მილიონი ლარის ზარალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system