თავში

ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება შეამცირეს

ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება შეამცირეს
ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება შეამცირეს

2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 39.0 მლნ ლარით შემცირდა და 33.68 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 24.1 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 16.3 პროცენტი იყო. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნულმა ბანკის(სებ-ი) 2020 წლის მაისის „თვის მიმოხილვაში".

სებ-ის შეფასებით, საკრედიტო პორტფელის კლებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ეროვნუ­ლი ვალუტით გაცემული სესხების კლებამ. საკრედიტო პორტფელის 89.0 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 42.2 პროცენტს შეადგენდა.

სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 87.5 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა და 14.81 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მაისში 71.0 მლნ აშშ დოლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.34 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ კატეგორიის კრედიტების 60.6 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 89.3 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების კლებით არის გამოწვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system