თავში

ბანკებმა საურავებიდან და ჯარიმებიდან 18 546 189 ლარი ამოიღეს

ბანკებმა საურავებიდან და ჯარიმებიდან 18 546 189 ლარი ამოიღეს
ბანკებმა საურავებიდან და ჯარიმებიდან 18 546 189 ლარი ამოიღეს

კომერციულმა ბანკებმა საურავებიდან და ჯარიმებიდან 18 546 189 ლარი ამოიღეს 2021 წლის სამი თვის განმავლობაში, რაც 2,695 მლნ ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შარშან პირველ კვარტალში საურავებიდან და სასესხო  ჯარიმით ბანკებმა 15 851 081 ლარის შემოსავალი მიიღეს. ამის შესახებ ირკვევა კომერციული ბანკების 2021 წლის პირველი კვარტლის ანგარიშგებიდან. „ვითიბის“, „იშ ბანკის საქართველოს“ და „სილქროუდ ბანკს“ კი ამ მუხლით შემოსავალი არ უფიქსირდებათ.

საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული ყველაზე მეტი შემოსავლით, ტოპ-5 ბანკის ჩამონათვალი ასეთია:

  • „თიბისი ბანკი“ - 8 013 195 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ – 3 169 907 ლარი
  • „კრედო ბანკი“ – 3 111 863 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 1 899 462 ლარი
  • „ფინკა ბანკი“ - 537 627
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system