თავში

ბანკებს 36.38 მლრდ ლარის სესხი აქვთ გაცემული

ბანკებს 36.38 მლრდ ლარის სესხი აქვთ გაცემული
ბანკებს 36.38 მლრდ ლარის სესხი აქვთ გაცემული

ბანკების მთლიანი სასესხო პორტფელი პირველი ოქტომბრისთვის 36.38 მლრდ ლარს შეადგენს.  2020 წლის სექტემბერში კომერციულ ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა1.89 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 552.91 მლნ ლარით (3.70%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.34 მლრდ ლარით (6.85%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.23%-ით).

სექტემბერშივე 4.23%-ით ანუ 732.34 მლნ ლარითაა გაზარდილი რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა. პირველი ოქტომბრისათვის ის 18.05 მლრდ ლარს უტოლდება.

რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2020 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.81 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.03%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.40%-ით მეტი).

ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების გამო, სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.55% შეადგინა, რაც პირველ სექტემბერთან შედარებით 0.73 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა ეს მაჩვენებელი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირების ნაცვლად 0.84 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system