თავში

ბანკებს სავალდებულო სარეზერვო ნორმა უმცირდება

ბანკებს სავალდებულო სარეზერვო ნორმა უმცირდება
ბანკებს სავალდებულო სარეზერვო ნორმა უმცირდება

კომერციულ ბანკებს სარეზერვო ნორმა უმცირდება.საუბარია  სავალდებულო სარეზერვო ნორმის 25%-დან 10%-მდე შემცირებაზე. ბანკების ასოაციაციაში აცხადებენ, რომ ამით მათ ლარში სახსრების მოზიდვის მოტივაცია გაეზრდებათ, რადგან უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, სარეზერვო მოთხოვნის 1 ივლისიდან შემსუბუქება მხოლოდ დაბალ დოლარიზებულ პორტფელის მქონე ბანკებს შეეხება, მათ შორის მსსხვილაქტივებიანებიდან, ლიბერთის და სხვა პატარა ბანკებს. დეპოზიტარების დანაზოგის 70% კი 2 სისტემურ ბანკშია (TBC, BOG).

ბანკების ასოაციაციის პრეზიდენტი ალეკო ძნელაძე განმარტავს, რომ რაც უფრო მეტი ლარი ექნება ბანკს, უფრო იაფი დაუჯდება დოლარის შენახვა.

ეროვნული ბანკის ცნობით, სარეზერვო მოთხოვნა ბანკებს ივლისიდან უმსუბუქდება, რომლის საჭიროება სებ-ის პრეზიდენტმა მაღალი დოლარიაციის გამოწვევით ახსნა, რომლის წნეხშია მონეტარული პოლიტიკა (ეფექტიანობა ეზღუდება) და ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს. დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტის (>40%>) მიხედვით განისაზღვრება. მოკლევადიან რესურსზე (1 წლამდე) 25%-დან 10%-მდე, გრძელვადიანზე (1-2 წელი) 15%-დან 10%-მდე მცირდება. პორტფელის 70% დოლარიზაციის შემთხვევაში არსებული 25% ნორმა ნარჩუნდება. 40-70%-ის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება. ანალოგიურად, 15%-დან 10%-მდე 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის, უცხოური ვალუტით მოზიდულზე.

საბანკო სექტორში ₾36 მლრდ-ის ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებია (ბანკების დეპოზიტების გარეშე), მათ შორის 19 მლრდ ლარის საცალო (ეროვნულ ვალუტაში - 4.5 მლრდ ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14. 4 მლრდ ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 18 მლრდ ლარამდე (ეროვნულ ვალუტაში - 9.4 მლრდ, უცხოურ ვალუტაში - 8.4 მლრდ ლარის ეკვივალენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system