თავში

ბანკებს წელს არავინ გამოუსახლებია

ბანკებს წელს არავინ გამოუსახლებია
ბანკებს წელს არავინ გამოუსახლებია

2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონების 40%  კომერციულ ბანკებზე მოდის

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ საბანკო სექტორში არსებული საკრედიტო პორტფელის მოცულობის შესაბამისად რეალიზებული ქონების რაოდენობა მიზერულია. მისივე თქმით, საბანკო სექტორის მხრიდან გამოსახლების შემთხვევა წელს არ დაფიქსირებულა.

„მხოლოდ აუქციონზე გატანილი ქონებით არ უნდა ვიმსჯელოთ, უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ გამოსახლებების ნაწილში წელს საერთოდ არ არის საბანკო სექტორის მხრიდან გამოსახლების შემთხვევა დაფიქსირებული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად რეგულირებადი ბაზარი მაქსიმალურად ცდილობს კრედიტორთან ითანამშრომლოს და მისცეს საშუალება, რომ ლოგიკურ ფარგლებში, გრაფიკით თუ რესტრუქტურიზაციით იმუშაოს, რათა მოხდეს ამ სესხის უკან გადახდა. სხვა მიმართულებით ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, რადგან მნიშვნელოვანია უფრო მეტად გვესმოდეს თუ რა სექტორების მიხედვით არის უძრავი ქონება რეალიზებული. უფრო ღრმა ანალიზის საშუალებას აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებული ინფორმაცია ვერ მოგვცემს“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system